ახალ პასპორტებს ხარვეზი აღმოაჩნდა
ახალ პასპორტებს ხარვეზი აღმოაჩნდა - უკვე მეორე დღეა მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მათ ურეკავენ და ატყობინებენ, რომ განახლებული სამოგზაურო დოკუმენტი შესაცვლელია.
რა არის ხარვეზის მიზეზი? - ეს კითხვა ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება, თუმცა როგორც რადიო თავისუფლება წერს, გუშინ სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც, იუსტიციის სახლში იმ მოქალაქეების რიგი იდგა, ვისაც პასპორტებს თავიდან უბეჭდავდნენ.
ხალხი უკმაყოფილოა, რადგან ზოგიერთმა მათგანმა დოკუმენტი დაჩქარებული წესით დაამზადებინა, იმისთვის რომ დაგეგმილი მოგზაურობის დროს პრობლემები არ შექმნოდათ.
უკვე სამი თვეა, რაც იუსიტიციის სამინისსტრო ახალ პასპორტებს გასცემს, ამბობენ რომ ეს დოკუმენტი უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიც არის, ამიტომ საინტერესოა რა პასუხი ექნება უწყებას გამოვლენილ ხარვეზთან დაკავშირებით.