"ნუ ხართ მაყურებლების როლში, გახდით პროცესის მონაწილე" - რეზო კიკნაძე ციხიდან საზოგადოებას მიმართავს
"ნუ ხართ მაყურებლების როლში, გახდით პროცესის მონაწილე" - ამ სიტყვებით მიმართავს სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან საზოგადეობას.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში არჩევნების გზით დიქტატურის დამარცხება შეუძლებელია. ის ფიქრობს, რომ უნდა გაძლიერდეს წინააღმდეგობა ქუჩაში და საპროტესტო საზოგადოებას უნდა შეემატონ პასიური მაყურებლის როლში მყოფი მოქალაქეებიც.
დიქტატურის დამარცხების ვინმეს სერიოზულად სჯერა? რეალური ბრძოლის ნაცვლად სიმულაციას თამაშობთ, თუ რატომ ფიქრობთ საერთოდ არჩევენებზე. ხალხის უმეტესობას მაყურებლის როლში უნდა ყოფნა - შენიშვნები რომ აფრქვიონ და მორალურ პედესტალზე ასულებმა თითები იშვირონ აქეთ. აბა ვცადოთ და ყველამ მონაწილის როლი მოვირგოთ, ვნახოთ თუ არ ჩამოეშლებათ რეჟიმი.
ის ვინც ტროტუარზე უბრალოდ დგომის გამოც არაირონიულად გიჭერს, საერთოდ ყველაფერს ისმახურებს. ყველაფრის კეთების ლიგიტიმაცია გაქვს ასეთის წინააღმდეგ. ლმობიერება და ჰუმანურობაა ამ დროს დანაშაული. ვინც 2028 წლსი არჩევნებს ელოდება, ის ჩვენი პირველი მტერია. გაითავისეთ, რომ გაწელილი პროცესი ჩვენ გვასუსტებს და გვაკლებს ძალას, რეჟიმს კი არა", - ამბობს რეზო კიკნაძე.