"ანდროს ბანერის ჩამოხსნა არაქართულია და ვიცით, რომელ ხასიათშიც ჯდება, ეს გავლილი აქვს ჩვენს ქვეყანას" - ვახო ჩაჩანიძე
მსახიობი ვახო ჩაჩანიძე იმ კოლეგა მსახიობებს, რომლებმაც ახალი თეატრი ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნის გამო დატოვეს, სოლდიარობას და უცხადებს. ჩაჩანიძე ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანის გვერდით დადგება ყოველთვის, ვინც უსამართლობის მსხვეპლია.
მსახიობი ახსენებს მზია ამაღლობელსაც და ამბობს, რომ უსამართლობაა, როცა ქალი ჟურნალისტი პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო იხდის სასჯეს, მაშინ როცა "ოცნების" მაღალჩინოსნები სამართალდამცველებს საჯაროდ სცემენ და გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე უშვებენ.
ვინც თეატრი დატოვა, უმეტესობა ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა, სოლიდარული ვარ მათ მიმართ, ვუთანაგრძნობ და მათ გვერდით ვარ ყოველთვის. არა მარტო მათი, ყველა ჩემი კოლეგის გვერდით ვარ და ყველა ადამიანის, ვინც უსამართლოდ ისჯება. მოქმედი ჩინოვნიკი, ასე დავარქვთ ღიად გალახავს პოლიციელს და 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოდის და ამ დროს მზია ამაღლობელი ერთი სილის გამო ზის ციხეში, უკვე ძაან ზედმეტია ბევრ რამეზე საუბარი. ბანერის ჩამოხსნა როგორ შეიძლება. ასეთი ფორმით ასეთი გადაწყვეტილებები არაქართულია და ყველამ ვიცით, რომელ ხასიათში ჯდება და საიდან მოდის. ეს გავლილი აქვს ჩვენს ქვეყანას და ვიცით", - ამბობს ვახო ჩაჩანიძე.
ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს.
ფასადზე განთავსებული ბანერი წარწერას "თავისუფლება სისტემის პატიმრებს“ შეიცავდა. თეატრის მსახიობები აცხადებენ, რომ ბანერი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი.
ბანერის ჩამოხსნის გამო "ახალი თეატრის" რამდენიმე მსახიობმა თეატრი დატოვა.
"პირველების" ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ახალი თეატრი 8-მა მსახიობმა დატოვა - სია:
- ნანკა კალატოზიშვილი,
- ეკა დემეტრაძე,
- გივიკო ბარათაშვილი,
- კახა კინწურაშვილი,
- ტასო ჭანტურაია,
- დავით ბეშიტაიშვილი,
- მანუ თავაძე
- ლუკა ჯაფარიძე