ეს არის უდანაშაულო ანდრო ჭიჭინაძის ძალიან ღირსეული ისტორია, რომელმაც ამ ბანერმა დაწერა - ნათია კუპატაძე
ეს არის უდანაშაულო ანდრო ჭიჭინაძის ძალიან ღირსეული ისტორია - ასე ეხმაურება მსახიობი ნათია კუპატაძე "ახალი თეატრის" ფასადიდან სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერის ჩამოხნას.
მისი თქმით, ამ ბანერმა უკვე დაწერა თავისი ისტორია.
"ქრისტეფორე მგალობლიშვილის არ იყოს - აქედან ვერ წაშლი" - ამბობს მსახიობი.
ჩამოხსნეს ბანერი და ისე გადამალეს არ ვიცით, სად წაიღეს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ ბანერმა თავისი ღირსეული ისტორია დაწერა თეატრის ისტორიაში. ამას დიდხანს ილაპარაკებენ. ეს არის უდანაშაულო ანდრო ჭიჭინაძის ძალიან ღირსეული ისტორია... ქრისტეფორე მგალობლიშვილის არ იყოს - აქედან ვერ წაშლი", - განაცხადა ნათია კუპატაძემ.
ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს.
ფასადზე განთავსებული ბანერი წარწერას "თავისუფლება სისტემის პატიმრებს“ შეიცავდა. თეატრის მსახიობები აცხადებენ, რომ ბანერი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი.
ბანერის ჩამოხსნის გამო "ახალი თეატრის" რამდენიმე მსახიობმა თეატრი დატოვა.
"პირველების" ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ახალი თეატრი 8-მა მსახიობმა დატოვა - სია:
- ნანკა კალატოზიშვილი,
- ეკა დემეტრაძე,
- გივიკო ბარათაშვილი,
- კახა კინწურაშვილი,
- ტასო ჭანტურაია,
- დავით ბეშიტაიშვილი,
- მანუ თავაძე
- ლუკა ჯაფარიძე