საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის - ივანე გოგლიძეს პატიმრობა შეეფარდა
საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის - დაკავებული ბიზნესმენი, ივანე გოგლიძე ბრალს არ აღიარებს. საკუთარ სასამართლო პროცესზე განსასჯელის სკამიდან ივანე გოგლიძე ამტკიცებდა, რომ შოკისმომგვრელი კადრები მის საწარმოში რემონტის დროს გადაიღეს.
„ბატონოს” და "კულას" ხელმძღვანელი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ის უდანაშალოა და თავისუფლებას ნახევარ მილიონ ლარად ითხოვდა, თუმცა ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.
ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება.
ცნობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5 - დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ფალსიფიცირებული და საფრთხის შემცველი საკვებით კვებავდნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საკვები რომელსაც ჯარს და პოლიციას აწვდიდნენ უვარგისი იყო.
როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ საკვები, რომელიც პოლიციაში და ჯარში შედიოდა, იმდენად ტოქსიკური იყო რომ ექსპერტიზაც კი ვერ ჩატარდა, რადგან ექსპერტის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.