რა იწვევს ფასების ზრდას? - თბილისში მსჯელობა მიმდინარეობს
გაძვირებული ცხოვრება და სოციალური კრიზისი ქვეყანაში - გაძირებულ ფასებთან დაკავშირებით თბილისში დილიდან მსჯელობა მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გარდა ამ შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკური ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები.
დისკუსიის მონაწილეები მსჯელობენ იმ რეალური მიზეზების შესახებ, რაც ფასების ზრდას იწვევს. ერთ-ერთ მიზეზად დასახელებული ეროვნული ვალუტის მერყევი კურსი და მაღალი გადასახადები.
მიზეზი ფასების ზრდის არის არის ძალიან ბევრი - ერთი, რომ საქართველო არის სარისკო ქვეყანა ინვესტიციებისთვის და სამწუხაროდ, კიდევ უფრო სარისკო გახდა. ჩვენ ვისმენთ მწარმოებლებისგან განცხადებებს მაღალ ფასნამატზე. ამ ფასნამატის მიზეზი შეიძლება იყოს ერთი - ვთქვათ ქსელური სუპერმარკეტებისგან რაღაცის მოთოვნა, მეორე - ეს შიეძლება იყოს, რომ რაღაცა აზრი ჰქონდეს ადგილობრივ წარმოებას, რომ მას გასაქანი მიეცეს. რადგან მტავრობა სვამ ს ამ საკითხს, ემც ბურთს მათ მხარეს გადავაგდებ, იმიტომ, რომ მთავრობას გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს ფაების შემცირების კუთხით, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს ან ერთ რიგით მწარმოებელს, ან თუნდაც სუპერმარკეტების ქსელს", - ამბობს ეკონომისტი გიორგი კეპულაძე.