ოკუპირებულ აფხაზეთში დრონი ჩამოვარდა
სოჭის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურები დრონებით შესაძლო თავდასხმაზე იუწყებიან.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი დრონის ნაწილებია ასახული. აფეთქების ფონზე, სოჭის აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები ამოქმედდა.
მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობა განახლდა.