სინდისის 8 პატიმრის საქმე - რა ეტაპზეა პროცესი სააპელაციო სასამართლოში

24.02.26 15:51
სინდისის 8 პატიმრის საქმე - რა ეტაპზეა პროცესი სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის საქმის დღევანდელი პროცესი დასრულდა. სხდომაზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ინსაფ ალიევმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა.

  • ინსაფ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გამო 2 წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.

ის დღეს მოსამართლეს უხსნიდა, რომ საქმეში მისი დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები არ დევს. 

დღევანდელ პროცესზე ისაუბრეს დაცვის მხარის ადვოკატებმა, რომლებიც განმარტავენ, რომ ჯგუფურად მოქმედება არსად არ იკვეთება და ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულებები არ აქვს. 

დაცვის მხარემ დეტალურად ვისაუბრეთ თითოეული მტკიცებულებებთან მიმართებაში, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული და ამავდროულად, ხაზი გავუსვით იმაზე, რომ 226-ე მუხლის მიზნებისთვის რა მაკვალიფიცირებელი ნიშნებიც იყო საჭირო: ორგანიზებულობა, ჯგუფური მოქმედება, ერთმანეთის ცნობის კავშირი, არ იყო სახეზე და არ იყო წარმოდგენილი. 

16-ში გვაქვს შემდეგი პროცესი და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მალე გამოიტანს სასამართლო უკვე აღნიშნულ საქმეზე განაჩენს," - განაცხადა ინსაფ ალიევის ადვოკატმა. 

მომდევნო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 16 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. შემდეგ სხდომაზე დარჩენილი სინდისის 7 პატიმარი საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. სავარაუდოა, რომ სააპელაციო სასამართლო 16 მარტს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. 

[ფოტო: არქივიდან]