61 წლის მოშიმშილე პატიმარს მოწმე-პოლიციელებისთვის კითხვის დასმის უფლება არ მისცეს

24.02.26 16:07
61 წლის მოშიმშილე პატიმარს მოწმე-პოლიციელებისთვის კითხვის დასმის უფლება არ მისცეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ზურაბ მენთესაშვილის საქმეზე მოწმე პოლიციელები გამოიკითხნენ. 

როგორც "TV პირველის" კორესპოდენტი სასამართლოდან იუწყება, 61 წლის მოსიმშილე პატიმარს სურდა ბრალდების მხარის მოწმეებისთვის კითხვები დაესვა, თუმცა მოსამართლემ მას ამის შესაზლებლობა არ მისცა. 

პროცესზე მოწმე პოლიციელები ერთმანეთისგან განსხვავებულ გარემოებებს აღწერდნენ. მათი თქმით, ზურაბ მენთეშაშვილი პოლიციის განყოფილებაში გაჩხრიკეს, თუმცა ვერ დაასახელეს ჩხრეკისას დაკავებულს რა ამოუღეს. 

დღეს მოხდა იმ პოლიციელების გამოკითხვა, რომლებმაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს ზურაბ მენთეშაშვილი და ჩვენი კითხვები ეხებოდა იმას, თუ რა სახის ნივთები ჰქონდა მას, როგორ მოხდა მისი იდენტიფიცირება და როდის მოხდა მისი დაკავება. 

საქმიდან ჩანს და ამ შემთხვევაში გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რეალურად იდენტიფიცირება მოხდა დროშებით, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულება პირდაპირ გვეუბნება, რომ როდესაც მოახდინეს პირველად იდენტიფიცირება დროშებით და დაკავების შუალედი არის დაახლოებით ერთი საათი, თუმცა ამ შემთხვევაში მოწმეები ამ ფაქტს უარყოფენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვიდეო-მასალა, რომელიც ამას რეალურად ადასტურებს. 

ასევე, მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ ადმინისტრაციული დაკავების შემდგ დროებით მოთავსების იზოლატორში გაატანეს თუ არა ის ნივთები რაზეც ჩხრეკის ოქმში არის საუბარი. 

ძალიან საინტერესო იყო, რომ ზურაბ მენთეშაშვილს კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია, თუმცა მაინც მოხდა დროშების დალუქვა. ერთი მოწმის განმარტებით, შედგა ერთ პაკეტად, მარტო დროშები დაილუქა, შემდეგ განმარტა, რომ შეიძლება ტელეფონიც დავლუქეო," - ამბობს ჯანო ჭკადუა. 

მომდევნო პროცესი 17 მარტს ჩაინიშნა.

  • ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.

[ფოტო: "პუბლიკა"]