პირველად საქართველოს ისტორიაში - საერთაშორისო სანქციების ქვეშ სამთავრობო ტელევიზიები აღმოჩნდნენ

24.02.26 20:02
პირველად საქართველოს ისტორიაში - საერთაშორისო სანქციების ქვეშ სამთავრობო ტელევიზიები აღმოჩნდნენ

დიდმა ბრიტანეთმა პირველად ქვეყნის ისტორიაში ქართული ტელეარხები დაასანქცირა. სანქციების სიაში ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტ TV“ მოხვდნენ. გაერთიანებული სამეფოს განმარტებით, არხები უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ძირს უთხრიდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მაყურებელს დასავლელ მოკავშირეებზე შეცდომაში შეჰყავდათ.

ორივე მაუწყებელი იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლებიც, ლონდონის შეფასებით, რუსეთის სასარგებლო საქმიანობას უკავშირდება. სანქციები აქტივების გაყინვას და ბრიტანული კომპანიებისთვის თანამშრომლობის აკრძალვას ითვალისწინებს.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, გადაწყვეტილებას რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დეზინფორმაციაზე რეაგირების ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, თავადაც არაერთხელ გამხდარა აღნიშნული არხების კრიტიკის ობიექტი.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.