აქტივების გაყინვა, ფინანსური მომსახურების აკრძალვა და სხვა - რას გულისხმობს სანქციების აღსრულება

24.02.26 20:09
აქტივების გაყინვა, ფინანსური მომსახურების აკრძალვა და სხვა - რას გულისხმობს სანქციების აღსრულება

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირების ფონზე, ყურადღების ცენტრში მოექცა ირაკლი რუხაძის მიერ „იმედის“ წილების გასხვისება. შეფასებების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მოსალოდნელ რისკებს, მათ შორის სანქციების ეფექტს უკავშირდებოდეს. რუხაძემ 2024 წელს თავად განაცხადა, რომ მისი ბანკი საერთაშორისო სანქციების აღსრულებას დაექვემდებარებოდა.

ბრიტანული სანქციები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის აქტივების გაყინვასა და ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვებს. ეს, ექსპერტების შეფასებით, ნიშნავს ანგარიშებზე წვდომის შეჩერებას და ტრანზაქციების გართულებას.

სანქციების რეჟიმი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებზე. საერთაშორისო გადარიცხვებისთვის აუცილებელი სისტემები, მათ შორის SWIFT, მკაცრ შესაბამისობას მოითხოვს. სანქციების დარღვევის შემთხვევაში, რისკის ქვეშ თავად ბანკებიც აღმოჩნდებიან, რაც გადახდებსა და მომსახურებაზე დამატებით ზეწოლას ქმნის.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.