რა უნდა დაუპირისპირონ ივანიშვილის "ოცნებას" - ევროპარლამენტი საგანგებო მოსმენისთვის ემზადება
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ერთი დღით ადრე იმ ანგარიშის სამუშაო ვერსიაზე საუბრობს, რომელსაც სტრასბურგში ევროპელი დეპუტატები განიხილავენ. დოკუმენტში ერთ-ერთ მთავარ მოწოდებად დასახელებულია ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლეებისა და პროკურორების დასანქცირების მოთხოვნა.
ანგარიშის ამ ეტაპზე მხოლოდ სამუშაო ვერსიაა საჯარო, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ სანქციებთან დაკავშირებული ჩანაწერები საბოლოო დოკუმენტშიც შენარჩუნდება. ტექსტში მიმოხილულია ის გადაწყვეტილებები და პროცესები, რომლებიც, ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოში დემოკრატიულ სტანდარტებზე ნეგატიურად აისახა.
დოკუმენტში საუბარია არჩევნებთან, საგარეო კურსსა და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში მკაფიო პოლიტიკური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.