"ოცნებამ" უნივერსიტეტები ფაკულტეტებისგან გაფილტრა - კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანას ათასობით იურისტი არ სჭირდება

24.02.26 20:53
"ოცნებამ" უნივერსიტეტები ფაკულტეტებისგან გაფილტრა - კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანას ათასობით იურისტი არ სჭირდება

ივანიშვილის მთავრობის მიერ წარმოდგენილ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე ირაკლი კობახიძის გუნდი აცხადებს, რომ რიგ მიმართულებებზე სტუდენტთა რაოდენობის გადახედვა აუცილებელია.

კვლევა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადდა და მისი პრეზენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ანალიზი უნივერსიტეტების ნაწილს წინასწარ არ უნახავს - გამონაკლისად დასახელდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი.

"ოცნების" ხელისუფლების განმარტებით, ბიზნეს სექტორის გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია. მათ შორის სახელდება დისტრიბუციის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯმენტის, ელექტროტექნიკისა და მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებები. მთავრობის შეფასებით, განათლების სისტემა ეტაპობრივად უნდა დაუახლოვდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.