ემზადება თუ არა "ოცნება" ვადამდელი არჩევნებისთვის?
„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეიტანა. ერთ-ერთი ახალი წესის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელი მომავალ არჩევნებზე მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს, მაშინ როცა აქამდე ამ სტატუსით დაკვირვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლოთ.
ცვლილებებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, ახალი რეგულაციები ზღუდავს ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობას და ამცირებს პროცესის გამჭვირვალობას. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის არჩევნებზე დარღვევების ნაწილი სწორედ დამკვირვებლების მიერ იყო გამოვლენილი.
კანონმდებლობის განახლებული რედაქციით, ასევე იზღუდება ცესკოს ნებართვის გარეშე საარჩევნო კომისიის სხდომების გადაღება. "ოცნების" ხელისუფლების განმარტებით, ცვლილებები პროცედურების მოწესრიგებასა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას ემსახურება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.