დიდება უკრაინას, დიდება გმირებს! - თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს
დიდება უკრაინას, დიდება გმირებს! - თბილისში ომში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ. ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე უკრაინის საელჩოსთან ხალხი საქართველოსა და უკრაინის დროშებით მივიდა, შეასრულეს უკრაინის ჰიმნი და ასევე მდუმარებით მიაგეს პატივი იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში რუსულ აგრესიას შეეწირნენ.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. აქციაში მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის და ასევე უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ იძულებულები გახდნენ, თბილისში ჩამოსულიყვნენ.
უკრაინელი ვარ. დავიბადე და გავიზარდე უკრაინაში, საქართველოში დაახლოებით 9 თვის წინ ჩამოვედი. დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ 4 წლისთავია. დიდად სიტყვა "წლისთავი" არ მომწონს, რადგან არ არის არაფერი აღსანიშნავი, მაგრამ დღეს არის 4 წლისთავი სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, ამიტომ აქ ვართ, რომ გავიხსენოთ ეს დღე, - ამბობს უკრაინის მოქალაქე.
საქართველოს მოქალაქეები კი, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერ მსვლელობაში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ უკრაინა საქართველოს "ომსაც ომობს".
უკრაინელი ხალხი დღემდე გმირულად იბრძვის ამ ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლის ფასად და ისინი ჩვენს ომსაც ომობენ, იმიტომ, რომ ისინი იბრძვიან საქართველოს მტრის წინააღმდეგ და ეს ჩვენი ომია, იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში იბრძიან ქართველი გმირებიც და არაერთი ქართველი გმირი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის წინააღმმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, მე ვფქირობ, ყველა ქართველს უნდა გააზრებული ჰქონდეს, რომ ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა, - ამბობს აქციის მონაწილე.
ვრცლად ნახთ ირაკლი ბახტაძს ჩართვაში.