ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა

24.02.26 21:56
ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა

ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა.

როგორც გამოცემა “ბათუმელები“ წერს, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულია 50 ნავთობტანკერი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსული წარმოების ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში.

დასანქცირებულ გემებს შორისაა ნავთობტანკერი ALTURA – (IMO 9292199), რომელიც 2025 წლის 6-7 ოქტომბერს ყულევის პორტშიც იმყოფებოდა.

გემს მაშინ KAYSERI ერქვა, პანამის დროშის ქვეშ ცურავდა და საქართველოში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა. კაისერი, რომელსაც სახელი აქვს გადარქმეული, ახლა ALTURA ჰქვია და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ ცურავს.

„გვაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ALTURA – IMO 9292199 იყო ან შესაძლოა ჩართული იყოს საქმიანობაში, რომლის მიზანი ან შედეგია უკრაინის დესტაბილიზაცია ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის შერყევა ან მათთვის საფრთხის შექმნა, ან რუსეთის მთავრობისთვის სარგებლის მოპოვება ან მისი მხარდაჭერა. კერძოდ, ALTURA ჩართულია რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსეთში წარმოებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში,“ – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დასაბუთებაში, თუ რატომ დაედო კონკრეტულ გემს სანქცია.

დასანქცირებულ გემს ეკრძალება გაერთიანებული სამეფოს პორტში წვდომის მიღება, მისი კაპიტნის ან ლოცმანის მიერ პორტში შესვლა. შესაძლებელია გემის რეგისტრაციის გაუქმება გაერთიანებული სამეფოს გემების რეესტრში.

დღესვე გამოქვეყნდა დასანქცირებული გემების, კერძო კომპანიების და ინდივიდუალური პირების ჩამონათვალიც.

გამოქვეყნებული სიის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შემდეგი გემები:

EVERDINE – IMO9382073, EVALI – IMO9400980, ETHERA – IMO9387279, ESTELLA – IMO9308170, DENVER – IMO9382712, CHONGCHON – IMO9294123, CELINE – IMO9252400, CAROLINE BEZENGI  – IMO9224439, BRIONT – IMO9252955, BREEZ – IMO9247778, BOLU – IMO9439539, GARUDA – IMO9272931, GENERAL SKOBELEV – IMO 9503304, GRIF – IMO9332028, GUANYIN – IMO9299707, INDRI – IMO9247429, KATY – IMO9323326, LUMIN – IMO9330599, FENGHUANG – IMO9236248, MANASLU – IMO9388027, MAVERICK – IMO9321562, MYRA – IMO9336490, NEMRUT – IMO9439541, NILANGA – IMO9412452, URIEL – IMO9336517, VELORA – IMO9290373, AS CALCUTTA – IMO9037123, HANSON – IMO9237412, INNOVATOR – IMO9306809, JEWEL – IMO9419450, JIN HUI – IMO9430272, TYCHE 1 – IMO9308077, ADITYA – IMO9323314, ALTURA – IMO9292199, APATE – IMO9433016,  AURA 1 – IMO9472634, BLUEBELL – IMO9251810,  NOVA CREST – IMO9292046, ORVI – IMO9321718, PRISMA – IMO9299678, PROMETEI – IMO9296597, SAMOS – IMO9408190, LNG SOARS – IMO9307205, KUNPENG – IMO9247194, SARASWATI – IMO9383869, SEGINUS – IMO9256028SKADI – IMO9230971, STANISLAV GOVORUKHIN – IMO9621596, TAGOR – IMO9282481, TASSOS – IMO9408695.

ვრცლად სტატია ნახეთ ლინკზე: