„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

25.02.26 13:46
„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა ონლაინ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 63 სკოლის გუნდებმა მიიღეს.

თითოეული სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამმა მოსწავლემ წერა მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის ტექსტი.

პირველი ტურის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტაპზე. აქ მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან და იმუშავებენ STEM პროექტზე.

ამასთან, ფინალურ ეტაპამდე მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება.

ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის შესარჩევონლაინ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

ინფორმაციისთვისსაქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებშიხორციელდება ერთობლივი პროექტი - STEM სკოლარომელიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევსგაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ სერტიფიცირებულიაკადემიურიხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. STEM სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს და 2 მარტს დასრულდება.

STEM სკოლაში სწავლის მსურველებმაუნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

NS