მოკლული ლევან კაჭარავას ოჯახის ადვოკატი "საქმის ჩაფარცხვის" ორგანიზატორებად გომალაურს და შს მაღალჩინოსნებს ასახელებს

25.02.26 16:12
მოკლული ლევან კაჭარავას ოჯახის ადვოკატი "საქმის ჩაფარცხვის" ორგანიზატორებად გომალაურს და შს მაღალჩინოსნებს ასახელებს

მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას ოჯახი ამტკიცებს, რომ "საქმე ჩაფარცხეს" და ხელს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილე შალვა ბედოიძეს და აჭარის მთავრობის მოქმედ მეთურს, სულხან თამაზაშვილს ადებს.

4 წლის წინ ავტომობილში ჩაცხრილული ბიზნესმენის ოჯახს პირადად უნდა შეხვედრა გელა გელაძესთან. 

ამ მკვლელობის დაგეგმვის, ორგანიზების, მკვლელების შემთხვევის ადგილიდან გაყვანის და საქმის გამოძიების ჩაფარცხვის პრფოცესში პირდაპირ ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა - მინისტრი გომელაური, კურატორი მოადგილე - ბედოიძე, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები: ბატონი კუპატაძე, ბატონი ჭელიძე, ბატონი თამაზაშვილი"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 ივნისს ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება)დაიწყო.