ვინ მართავდა მიქაუტაძეების ბიზნესს - დაკავებული ექს ჩინოვნიკის დაკითხვის დეტალები

25.02.26 21:30
ვინ მართავდა მიქაუტაძეების ბიზნესს - დაკავებული ექს ჩინოვნიკის დაკითხვის დეტალები

რომეო მიქაუტაძის ძმა დღეს სასამართლოს ჩვენებას 3 საათის განმავლობაში აძლევდა. გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ძმის გავლენებით არ სარგებლობდა და რომეო მიქაუტაძისგან მხოლოდ რჩევებს და საჭირო ხალხის კონტაქტებს იღებდა. იმის სადემონსტრაციოდ, რომ გიორგი მიქაუტაძის საქმიანობა ძმისგან დისტანცირებულია დღეს მოწმემ მოყვა, რომ ენერგეტიკის სფეროში საქმიანობა და ეკონომიკის სამინისტროსთან კონტაქტი რომეო მიქაუტაძის დაკავების შემდეგაც აქტიურად გააგრძელა.

კონსულტაციების გაცემას არც რომეო მიქაუტაძე უარყოფს. ის როგორც სფეროს კურატორი, კონტრაქტორ ბიზნესმენებთან ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ეჭვს აჩენს ერთი გარემოება - თუ სხვა კომპანიებს ნებართვებისთვის რამდენიმე თვე სჭირდებოდათ, რატომ ხდებოდა ყველაფერი დაჩქარებულად იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გამოძიების ვერსიით რომეო მიქაუტაძე ლობირებდა.

საქმეში დევს მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ექს ჩინოვნიკი "ნახიდური ჰესის" და შპს "მცირეს" მართვაში აქტიურად იყო ჩართული. რომეო მიქაუტაძის ბიზნეს პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი, სამინისტროში მუშაობის პარალელურად გაწევრიანებული იყო ჩატებში, სადაც ბიზნესის მართვაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები