გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც ამტკიცებს რომ ჩაფხუტო დაუზიანდა, "თავდამსხმელებს" ვერ ასახელებს

25.02.26 21:33
გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც ამტკიცებს რომ ჩაფხუტო დაუზიანდა, "თავდამსხმელებს" ვერ ასახელებს

13 ბრალდებული განსასჯელის სკამზე ამოცნობის გარეშე. 4 ოქტომბრის საქმეზე დაზარალებული სპეცრაზმელი, იოსებ როსტიაშვილი დაკავებულებს ვერ ცნობს, ვერ ამბობს რომელიმე მათგანმა მიაყენა თუ არა დაზიანება. გდდ-ს თანამშრომელს დღეს დარბაზში მისი კოლეგების სისასტიკე გაახსენეს, ნოემბერ-დეკემბრის აქციები, როცა ახალგაზრდებს სახის ძვლები დაულეწეს, თუმცა სპეცრაზმელს მოსამართლე იცავდა და კითხვებს არიდებდა.

სპეცრაზმელმა არ იცის სადა მტკიცებულება - დაზიანებული ჩაფხუტი, რომელიც წესით საქმეში ექსპერტიზისთვის უნდა იდოს, როსტიაშვილი სასახლის ღობის საქმეზე პირველად არ გამოიკითხა, მან ვერც სხვა ბრალდებულები ამოიცნო. იურისტები ფიქრობენ, რომ მოწმეების ჩვენებები მხოლოდ და მხოლდ ბრალდებულების უდანაშაულობას დაადასტურებს.

დაზარალებული მოწმის ჩვენებამ ბრალდების მხარე ჩიხში შეიყვანა. პროკურორი ამტკიცებს, რომ საქმე პირდაპირი მტკიცებულებებითაა სავსე, თუმცა რა არის ეს მტკიცებულება? - თვეებია საქალაქოში საქმის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა საზოგადოებამ ნახა მხოლოდ სხვადასხვა ტელევიზიის გადაღებული კადრები და მოუსმინა მოწმეებს, რომლებიც ბრალდებულებს ვერ ცნობენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში