არ შევეგუებით რუსულ ოკუპაციას - საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წლის თავზე თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

25.02.26 20:51
არ შევეგუებით რუსულ ოკუპაციას - საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წლის თავზე თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

არ შევეგუებით რუსულ ოკუპაციას - ამ გზავნილით, თბილისში, დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წლის თავზე, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. 

მოქალაქეები მარშით ვერის პარკიდან პარლამენტისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს პოლიცია გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებაში ხელს უშლის. მსვლელობას გვერდით დაკავების მანქანები მიჰყვება. 

მარშს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბშვილიც. 

პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ ეს დღე არის არა რომელიმე პროტესტის დღე, ეს არის მტელი საქართველოს და ყველა მოქალაქის დღე. არ შეიძლება, რომ შენ ქართველი იყო და ეს დღე არ აღნიშნო, როგორც ამ ქვეყნის დიდი ტრაგედია. 

მე არ მესმის ამ პოლიციელების, არ ვიცი ვის აჩერებენ, ვის აფერხებენ ამით. თვითონ უნდა ჩამოდიოდნენ და ჩვენთან დადგნენ. 

არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მომხრეა, 25 თებერვალი არის თბილისის აღების დღე, ვინც დღეს აქ არ არის, ის ამის მომხრეა, თუ რას ნიშნავს, მართლა არ მესმის და ვინმემ ამიხსნას. მრცხვენია ამ პოლიციელების მაგივრად," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.