ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

26.02.26 12:42
ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილები არიან: მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

"თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს"- დაწერა უწყებამ. 

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა - ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ავარიის ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.