"ოპერაცია "იმედის" გადასარჩენად, რომელიც "ოცნებამ" წამოიწყო, განწირულია" - რომან გოცირიძე
"ოპერაცია "იმედის" გადასარჩენად, რომელიც "ოცნებამ" წამოიწყო, განწირულია" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როგორ შავ გზებს და შავ ხვრელებსაც არ უნდა მიმართოს "ქართულმა ოცნებამ", სანქცირებულ რეჟიმში მყოფ კომპანიასთან ურთიერთობას არავინ დაიჭერს.
მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ აჰა ბიჭებო აჰა ბიჭებო ახლა მიდით და სახელმწიფო საწარმოებო და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით დააფინანსეთ "იმედი" და PosTV-ი, სად არის მასე. მიიტანეთ ახლა რეკლამა "იმედში", რომ იქნებ როგორმე გადავარჩინოთ, ვერაფერი "იმედს" ვერ გადაარჩენს.
დღეს, არცერთი კომერციული ბანკი, არც "ქართუ ბანკი" სხვათა შორის, არც "ლიბერთი ბანკი" "იმედის" უცხოურ ანგარიშებს არ მოემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბრიტანული სანქციები ერთ ცენტსაც ვერ გადარიცხავს, დოლარს, ვერც ევროს. შემოვლითი შავი გზებით, რუსული რუბლებით, შეიძლება ახლა ჩინეთში რაღაც მოძებნონ, თუმცა ჩინეთი არასდროს არ გარისკავს სანქცირებულ ბანკთან ურთიერთობას, სერიოზული ბანკები და ისევ რაღაც რუსულს მიებმებიან. ირანლუ-რუსულ გზას მიმართავენ.
როგორც არ უნდა მიმართონ შავ გზებს და შავ ხვრელებს, სანქცირებულ რეჟიმში მყოფ კომპანიასთან არავინ დაიჭერს ურთიერთობას.
ასე, რომ ოპერაცია "იმედის" გადასარჩენად, რაც ხელისუფლებამ წამოიწყო, არის განწირული. მერფის კანონია - ის რაც მოსახდენია, მოხდება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები "იმედი" და PosTV-ი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების გამო, დაასანქცირა.