სისხლიანი გარჩევა გორში - დაკავებულია ორი პირი

06.11.21 14:50
სისხლიანი გარჩევა გორში - დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ გორში ბიზნესმენ რაულ გაგოშიძის დაჭრისა და ძალადობის ბრალდებით ფაქტებზე 2 პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს -1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ნ.-სა და რ.გ.-ს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებული მ.ნ.-ის შვილი - ტ.ნ. და დაჭრილი მამაკაცის შვილი - 2001 წელს დაბადებული ს.გ., რომელსაც ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ მ.ნ. და ტ.ნ მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სისხლიანი გარჩევა გორში გუშინ, 5 ნოემბერს მოხდა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები