გადაწყვეტილება კვოტების დაწესების შესახებ, დისკრიმინაციული და უსამართლოა - ილიაუნის პროფესორების განცხადება
ილიაუნის პროფესორების კიდევ ერთი მიმართვა “ოცნებას“. განცხადების ავტორები ამჯერად ბიზნეს ტექნოლოგიების მიმართულებების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც მოუწოდებენ კობახიძეს გადაიხედოს განათლების რეფორმა და შეიტანონ ცვლილებები, რადგან ის აზიანებს მოქმედ სტუდენტებსაც და აბიტურიენტებსაც, რომლებიც ახლა აპირებენ ჩააბარონ.
განათლების რეფორმების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კვოტების დაწესების შესახებ, ჩვენს ფაკულტეტზე მიმართებაში არის დისკრიმინაციული და უსამართლო. ბიზნესთან დაკავშირებული ვერცერთი პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრადიციულად ვერ ჩაითვლება, იმ მიზეზის გამო, რომ 90-იან წლებამდე ეს პროგრამები უბრალოდ არ არსებობდა. მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტი, - განაცხადა პროფესორმა.
ბოლო კვირების განმავლობაში ილიუანის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები, ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებნ განცხადებას და მიმართავენ „ოცნებას“ გადაიხედოს რეფორმა, როგორც ფაკულტეტების გაუქმების, ასევე კვოტირების მიამრთულებითაც.