ახლა ფუთავენ ნარჩენებს, თავიდან ეყარა პირდაპირ, გატანას შესაძლოა, 1 თვეც დასჭირდეს - რას ჰყვება სოფლის მკვიდრი

27.02.26 11:37
ახლა ფუთავენ ნარჩენებს, თავიდან ეყარა პირდაპირ, გატანას შესაძლოა, 1 თვეც დასჭირდეს - რას ჰყვება სოფლის მკვიდრი

 

 

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივებს უკვე განგაში აქვთ გამოცხადებული. ისინი ამ წუთამდე ელოდებიან შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალურ განმარტებებს, თუ რომელმა უწყებამ უნდა გაიტანოს ის სამედიცინო ნარჩენები, რომლებიც მიტოვებულ შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ინახებოდა.

სოფელ მელურის მკვიდრი უმძიმეს დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, აღნიშნული ნარჩენები დასავლეთ საქართველოს რამდენიმე კლინიკიდანაა მოტანილი და მოგროვებული.

როგორც ის “პირველებს“ ეუბნება, მძღოლი, რომელსაც ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები გადაჰქონდა, ადგილობრივი მაცხოვრებელია და სწორედ ის ახდენდა სამედიცინო ნარჩენების ტრანსპორტირებას, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და დააკავა.

ვერც პოლიცია და ვერც ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროს, რამდენ ხანში შეძლებენ ამის აქედან გატანას. რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რომ მოსახლეობას არ შეეშინდეს რამე ანტისანიტარიის და რაიმე ვირუსული ინფექციების. ახლა ფუთავენ ნარჩენებს, თავიდან ეყარა პირდაპირ, გატანაც დაწყებულია, მაგრამ მხოლოდ 1 პატარა სრპინტერია და ეს რამდენი ხანი მოუნდება, შეიძლება 1 თვეც დასჭირდეს. სოფლის რწმუნებულმაც ვერ გვითხრა ვერანაირი პასუხი, ვერ გეტყვით, რამდენ ხანში გამოვა ეს ნაგავიო, აქ რა იქნებაო, კი შეიწამლება ყველაფერი, კი გაკეთდება, მაგრამ ამათ სიტყვას ვერ ვენდობი და დიდი იმედი აქრ მაქვს. ეს არ არის ერთი კლინიკის ნარჩენები, ეს არის დასავლეთის ხვადასხვა კლინიკებიდან. ამ კოპანიის მძღოლი იყო ადგილობრივი, ვინც აქამდე მოიტანა. ნაგვის მანქანა ხომ წნეხავს ამ ნაგავს, რომ ბევრი ჩაეტიოს, რომ დაუწნეხია ეს ნაგავი და ქალაქის ტერიტორიიდან გასულა, თურმე სისხლი მოდიოდა, დაუნახავს პოლიციას, რა ხდებაო და გაუჩერებია, საიდან მოგაქვს და მძღოლსაც უპასუხია. იმ საღამოსვე მოხდა იმ პიროვნების დაკავება, - ამბობს სოფელ მელაურის მკვიდრი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიის სოფელ მელაურის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში უკვე თვეზე მეტია, რაც სხეულის ამპუტირებული ნაწილები ყრია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 3 პირი. შსს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება სამედიცინო ნარჩენებს. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს