„ტროტუარზე დგომის“ საქმე: ფრანგულის მასწავლებელს 4 დღიანი პატიმრობა შეეფერდა - განაჩენს ელოდებიან სხვა აქტივისტებიც

27.02.26 11:55
„ტროტუარზე დგომის“ საქმე: ფრანგულის მასწავლებელს 4 დღიანი პატიმრობა შეეფერდა - განაჩენს ელოდებიან სხვა აქტივისტებიც

საქალაქო სასამართლოში ტროტუარზე დგომის საქმეზე პროცესები მიმდინარეობს ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილია, რომ ფრანგულის მასწავლებელს დავით ადუაშვილს მოსამართლემ 4 დღიანი პატიმრობა შუფარდა. ის ახლა დაპატიმრებას გაკვეთილზე ელოდება.

საკუთარი განაჩენის მოლოდინშია ნენე გაბელაიაც. ამ შემთხვევაში, მას 31 იანვარს გზის გადაკეტვას ედავებიან. 

სამოქალაქო აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე მასაც პატიმრობაში გაუშვებს, რადგან "ოცნების" რეჟიმი არავის ინდობს.

დღეს გამოაცხადებს თორნიკე ქოჩქიანი 12 საათზე ჩემს განაჩენს. სავარაუდოდ, ეს იქნება პატიმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ რეჟიმი არ ინდობს არც სტუდენტს, არც მასწავლებელს, არც ბავშვს, არც ადმაიანს, რომელიც რეალურად, იბრძის იმისთვის, რომ დაიცვას განათლება, დაიცვას საკუთარი ქვეყანა და მისცეს ადამიანებს იმის საშუალება, რომ საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატონ, მიიღონ განათლება.

დღეს გვქნდა მაგალითი, როდესაც მასწავლებელს, დავითს, მიუსაჯეს 4 დღე პატიმრობა იმისთვის, რომ, უბრალოდ იყო მარშზე, რომელსაც ერქვა "დაიცავი განათლება". 

მარშის შემდგომ, რაღაც 5 წუთით გავჩერდი ე.წ. ბასლაინზე და ამის გამო თორნკე ქოჩქიანი, სავარაუდოდ, მომისჯის პატიმრობას, - ამბობს გაბელაია. 

აღსანიშავია, რომ დღესვე ტროტუარზე დგომის საქმეზე კიდევ 9 პროცესია ჩანიშნული.