ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მიტოვებულ შენობაში მიმოფანტულ სამედიცინო ნარჩენებზე - სამტრედიის მერის პირველი კომენტარი

27.02.26 11:52
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მიტოვებულ შენობაში მიმოფანტულ სამედიცინო ნარჩენებზე - სამტრედიის მერის პირველი კომენტარი

 

 

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სამტრედიაში, მიტოვებულ შენობაში მიმოფანტულ სამედიცინო ნარჩენებზე - სამტრედიის მერი ამტკიცებს, რომ გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე სამი პირი უკვე დააკავა და მათ პატიმრობაც შეეფარდათ.

დავით ბახტაძე ამბობს, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია და გააქვთ სპეცმანქანებით.

მუშაობა უკვე დაწყებულია, გააქვთ, გააქვთ სპეცმანქანებით, - თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ იქ ინახებოდა სამედიცინო ნარჩენები, ბახტაძე თავდასხმაზე გადავიდა და “ტვ პირველი“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

თქვენ ხართ უსინდისოები, გუშინ რაც დეზინფორმაცია გაავრცელეთ და ხალი შეცდომაში შეიყვანეთ, - თქვა მან და ტელეფონი გათიშა.

“ტვ პირველმა“ ასევე მოახერხა იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი “ეკო მედიკალ ჯგუფის“ დირექტორი, ელგუჯა კიკაჩეიშვილია, ხოლო დანარჩენი ორი - გიორგი პანწკავა და ვიტალი ერქვანიძე ამავე კომპანიის თანამშრომლები არიან.

მათ გამოძიება 285-ე მუხლის დარღვევას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-იდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.