ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ვის გამოკითხავენ დღევანდელ პროცესზე

27.02.26 12:04
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ვის გამოკითხავენ დღევანდელ პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი იწყება. დღეს ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სხდომააა ჩანიშნული.

პირველ რიგში პროცესზე უნდა მიიყვანონ იარაღის გადაცემასა და დანაშაულის დაფარვაში მხილებული პირები, ამის შემდეგ კი  წესით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმისს დაკითხვა უნდა დაიწყოს.

დღეს  პროკურატურის კითხვებზე პასუხების გაცემა გიორგი  ჯოხაძის ცოლსაც მოუწევს - გამოძიებას აინტერესებს, რატომ ურიცხავდა ის თანხებს  გელა უძილაურს.

დღევანდელ პროცესზე გაგრძელდება მოწმეების გამოკითხვა, რამდენიმე მოწმე ჰყავს პროკურატურას დაბარებული. ასევე გამოვიკვლევთ სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს. გამომძიებელი იქნება ერტ-ერთი, რომელმაც დაათვალიერა მამუკა ბაღდავაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ინფორმაცია. ასეევ არის მოწმე, რომელმაც უშუალოდ უძილაური მიიყვანა ბაღდავაძის სამსახურთან ახლოს, - ამბობს პროკურორი, ლევან ვეფხვაძე.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.