“იატაკი ტარაკნებით, იზოლაცია და შიმშილობა“ - სინდისის პატიმარი კარცერში გატარებულ დღეებზე საუბრობს

27.02.26 12:14
“იატაკი ტარაკნებით, იზოლაცია და შიმშილობა“ - სინდისის პატიმარი კარცერში გატარებულ დღეებზე საუბრობს

ტარაკნებით გადავსებული იატაკი, სრული ანტისანიტარია და სიბინძურე - სინდისის პატიმარიი დენის კულანინი ციხიდან წერილს ავრცელებს და დეტალურად აღწერს კარცერში გატარებულ დღეებს.

სამოქალაქო აქტრივისტი, რომელიც პროევროპული აქციების დროს დააკავეს, ამბობს რომ 12 დღე კარცერში გაუსაძლის პირობებში იყო გამოკეტილი.

პატიმრის თქმით,  იძულებული იყო იატაკზე დაეძინა, ისიიც რამდენიმე წუთისს განმავლობაში.  როგორც ირკვევა, კარცერში ყოფნის მეექვე დღეს სინდისის პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა. საბოლოოდ კი, ომბუდმესნის დახმარებით, ჩვეულებრივ საკანში დააბრუნეს.

„კარცერში — გამოცდილება, რომელიც ფსიქოლოგიურ ტერორს ჰგავს“

„გამარჯობა ყველას, ძვირფასო მეგობრებო! ვინც არ იცოდით, 12 დღე კარცერში გავატარე. ასე ხდება, რთულ სიტუაციაში ხვდები, თავიდან ხარ ხარივით ძლიერი (თავდაჯერებული)! დაგაგდეს ნახმარ მატრასზე და მერე რა? მე პრინციპის გამო იატაკზე დავწვები, მოთხოვნების გარეშეც კი. უბრალოდ, რომ იცოდნენ. მაგრამ ასეთი ტემპის გაძლება მარტივი არ არის. ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი „გამოცდილება“ პირველად მაქვს. ფიზიკურად საერთოდ არ არის რთული, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძნელია ამის ატანა. ყველაფერი გაწვება.

კარცერი 3×2 მეტრია, პატარა ბრონირებული მინის ფანჯარა ჭერთან ახლოს. საწოლი არ არის, მხოლოდ ბინძური იატაკი ტარაკნებით, მატრასი, საბანი და შენგან ორ მეტრში რკინის ტუალეტი (სუნი წარმოგიდგენიათ). დავიღალე. 4 საათი იატაკზე. ბოლოს მაინც უნდა დაწვე ბინძურ მატრასზე, რადგან ფილტვების ანთებით სიკვდილი ჯერ არ მინდა. არავის აინტერესებს, რომ ადამიანი იატაკზე შიშველი წევს და რაღაცას ითხოვს. დაცვა არ ისმენს შენს მოწოდებებს. ტუალეტი არ მუშაობს, საპონი არ არის, კბილის ჯაგრისი არ არის, ტუალეტის ქაღალდიც კი არ არის… ბრაზი და წყენა იმ დონემდე მოდის, რომ ჭამაც აღარ მინდა. თავიდან კარზე ვაბრახუნებდი, მაგრამ ამითაც იღლები. ჯდები იატაკზე და ჩუმად გძულს. რისთვის? როდის გახდა ნივთების დაზიანების გამო წყენა დანაშაული?

სრული იზოლაცია და ომბუდსმენის ვიზიტი

და ასე 3 დღე. არც ზარის საშუალება, არც ადვოკატთან შეხვედრა, არც სოციალურ მუშაკთან. სრული იზოლაცია. და ძილი მხოლოდ 20–30 წუთით თუ გამოდიოდა. დღე და ღამე.

მე-4 დღეს, დილას თვალებს ვახელ და ტარაკნებით სავსე იატაკს ვხედავ, თუმცა მანამდე საყვარელი სახლი მესიზმრებოდა. დიდი ხანია ასე არ მინანია გაღვიძება… არავინ პასუხობს, რატომ ვარ აქ და რამდენ ხანს დავრჩები. შუადღისკენ საკნის სარკმელი იღება და საქაღალდიანი კაცი იყურება, აღმოჩნდა ომბუდსმენი (უფლებადამცველი). მან რომ დამინახა, თითქოს დენმა დაარტყა, თითქოს პირველად სიკვდილის პირას მყოფი „ბომჟი“ დაინახა. („გრაფი მონტე-კრისტოს“ ვინც კითხულობდით, გაიხსენეთ ედმონდ დანტესი დილეგში. ალბათ ძალიან მსგავსი იყო).

მაგრამ ამ შეხვედრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მან თქვა: „თქვენთან მოხალისე მეგობრებმა გამომაგზავნეს.“ მაშინვე სიცოცხლე მომინდა. როცა საკნიდან გამომიყვანეს, ბლოკნოტიც ვერ წამოვიღე — ჩუსტებით გამიყვანეს — მაგრამ თანამესაკნეებმა მოახერხეს ჩემს მეგობრებთან და ადვოკატთან დაკავშირება. ამიტომ აქ და ახლა ვამბობ, თუ არა თქვენ, არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს ვიქნებოდი იქ.

დღემდე არ ვიცი, ვის გადავუხადო მადლობა ომბუდსმენის გამოძახებისთვის, რადგან დღეს 21 თებერვალია და ვერავის ვურეკავ — ციხემ უკანონოდ ჩამომართვა ტელეფონის გამოყენების უფლება 8 მარტამდე. ამიტომ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას კითხულობს!

პროტესტის ნიშნად გამოცხადებული შიმშილობა

მეექვსე დღეს (13 თებერვალს) დავიღალე და შიმშილობა გამოვაცხადე. პირდაპირ ვიტყვი — შიმშილობა (არა მშრალი) რთულია მხოლოდ პირველი 2–2,5 დღე, იმ პირობით, რომ… და სადაც არ უნდა ვიყოთ და რამდენსაც არ უნდა ამტკიცებდნენ, რომ ციხეში ვართ, აქაც გვაქვს ხმისა და აზრის უფლება, მოქალაქეობის მიუხედავად! არ შეიძლება უბრალოდ შემოხვიდე, დაამცირო პატიმარი, დააზიანო მისი პირადი ნივთები და დაადუმო მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ადმინისტრაციამ. და მით უმეტეს, ჩამოართვა უფლებები და დააკავო იზოლაციაში უსაფუძვლოდ.

მაშინ რა მომავალს მივიღებთ? რუსულს?.. ვიმედოვნებ, ეს წერილი ქართველებისთვისაც ითარგმნება და მას უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს. ფრთხილად იყავით! მადლობა ყველას, ვინც ამ პრობლემაში დამეხმარა, და ყველას, ვინც ჩემზე ნერვიულობს! გაუფრთხილდით თავს! გეხუტებით!“