საქალაქო სასამართლოში გელა ხასაიას პროცესია ჩანიშნული
გელა ხასაია კიდევ ერთი სასამართლო პროცესის მოლოდინში - კოალიცია “ცვლილებისთვის“ დაპატიმრებული წევრის საქმისს განხილვა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს.
მას გლდანის ციხიდან საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, 16 : 30 წუთზე მიიყვანენ.
დიდი ალბათობით დღევანდელი პროცესიც პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. ხასაიამ წინა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა დღეს ის სხდომას.
- ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.