ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება - სასამართლოსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
საქალაქოში ლევან ჯანგველაძისს მკვლელობის საქმის განხილვა იწყება. სასამართლოსთან უსაფრთხოების ზომები ისევ გააძლიერეს.
ეზოს და დერეფნებს ახლა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია აკონტროლებს. ეს იყო მათ შორის ერთ-ერთი მოწმის მოთხოვნაც.
ცოტა ხანში უნდა დაიწყოს გიორგი ჯოხაძისს ცოლის გამოკითხვა. ის უკვე მიიყვანეს სასამართლოში.
ელენე ძაძუამ უსაფრთხოების გაძლიერება წინა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა. მან თქვა, რომ მისი უსაფრთხოება უნდა ყოფილიყო დაცული, როდესაც სასამართლოს ეზოში შევიდოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მან იხილა, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს მიქაძეების და ჯოხაძეების მხარდამჭერები.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.