“იმედის“ ტელესახე ნანუკა გულუა: გააზრებულად და მთელი არსებით ვდგავართ “იმედის“ გვერდით
“იმედის“ წამყვანი, ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში საკუტარი ტელევზიის შესახებ წერს და აცხადებს, რომ “გააზრებულად და მთელი არსებით დგანან “იმედის“ გვერდით“.
გულუას თქმით, ნურავის ექნება იმედი, რომ “შეეშინდებათ“ და იმედიდან გამოიქცევიან.
“ძვირფასებო” დამშვიდდით,რომ აბობოქრდებით ხოლმე და ჩვენს რყევას იწყებთ იმ იმედით, რომ „შეგვეშინდება“ თქვენი და გამოვიქცევით იმედიდან!
რა ვერ გაიგეთ — ჩვენ გააზრებულად, მთელი არსებით, სიყვარულითა და ერთგულებით ურყევად ვდგავართ ჩვენი “იმედის” გვერდით და ეს არასოდეს შეიცვლება! შეგვეჯიბრეთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის სიყვარულში , შეგვეჯიბრეთ ჰუმანურობაში, სამართლიანობასა და სიკეთეში!!!,- წერს გულუა.