მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება - სხდომა დახურულია
მოკლული მასწავლებლის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
ამ წუთებში ორი არასრუწლოვანის საქმეზე მსჯელობენ. მათგან ერთ-ერთს გიგა ავალიანზე მომზადებულ ჯგუფურ ანგარიშსწორებაში ედება ბრალი. ორივე მათგანი პენიტენციური დაწესებულებიდან საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზში მიიყვანეს.
როგორც ცნობილია, დაკავებულების უფლება დამცველები შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ, მაგრამ ჯერჯერჯობით, უცნობია რას მოითხოვენ.
საქმეში არასრულწლოვების მონაწილეობის გამო, სასამართლო სხდომა დახურულია.
სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც არასრულწლოვნების წინააღმდეგ არის მოპოვებული, მათ დანაშაულს აუცილებლად დაადასტურებს.
დღეს იწყება არსებითი განხილვა ბრალდებულების დემეტრე ჩიქოვანის და ანა ნასყიდაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარეს ექნება გარკვეული შუამდგომლობები, რომლის შინაარსზეც ალბათ თავად ისაუბრებენ. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ მხარეები შესავალ სიტყვას წარვადგენთ. ორივე არასრულწლოვანია და შესაბამისად, სხდომა დახურულია. ანი ნასყიდაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს ბრალდების მხარე ედავება გიგა ავალიანის ჯანმრთელბის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებაში მონაწილეობას, - განაცხადა პროკურორმა.
- ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.