"საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკი უარს აცხადებს "იმედთან" თანამშრომლობაზე" - გიორგი კეპულაძე
"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობაზე საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკი უარს აცხადებს.
მისი თქმით, ეს თავად ტელეკომპანიის განცხადებიდანაც გამოჩნდა, "რომ თითქოს ვიღაცა თანამშრომლობას აპირებდა და ამათ დაინდეს მეორადი სანქციებისგან".
გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა კეთილგანწყობილი იყოს ბანკი "ქართული ოცნების და მათი პროპაგანდისტების მიმართ, სანქციებს ვერ დაარღვევენ.
ბანკის შექმნა საქართველოში გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ გჭირდება 50 მილიონის საწესდებო კაპიტალი, ოღონდ ამ ფულს ვერ ეხები, ეს თანხა არის უბრალოდ გაყინული, რომელსაც დებ ეროვნული ბანკის ანგარიშზე და შემდეგ დამატებით ათეულობით მილიონი ლარი გჭირდება, რომ უბრალოდ დაიწყო.
ლიცენზიის მოპოვება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკი უარს აცხადებს ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობაზე, ეს მათივე განცხადებიდან გამოჩნდა, , მაგრამ ჩანს, რომ ბანკები ასრულებენ სანქციებს.
ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის "იმედშიც" ძალიან კარგად იციან, რომ ვერცერთი ბანკი, რაც არ უნდა კეთილგანწყობილი იყოს ხელისუფლების მიმართ, თუ ხელისუფლების პროპაგანდისტების მიმართ, ვერ დაარღვევს სანქციებს," - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედი", რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.