ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - რა კომენტარს აკეთებს გიორგი მიქაძის კანადელი ადვოკატი

27.02.26 18:33
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - რა კომენტარს აკეთებს გიორგი მიქაძის კანადელი ადვოკატი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, გიორგი მიქაძის დასაცავად საქართველოში ჩამოსული კანადელი ადვოკატი "პირველებთან" განმარტავს, რომ ის სასამართლო პროცესს მონიტორინგს უწევს. 

  • ცნობისთვის, საქმის მთავარი ფიგურანტი, ბრალდებული გიორგი მიქაძე კანადის მოქალაქეა. 

 კანადელი ადვოკატის თქმით, გენერალური კონსული და ვიცე-კონსული უკვე შეხვდნენ გიორგი მიქაძესა და მის ოჯახს. 

ვიშალ შარმა აღნიშნავს, რომ საქმეში არანაირი სარწმუნო მტკიცებულება ამ დრომდე არ გამოკვეთილა, შესაბამისად ექსტრადიციაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, ვინაიდან გიორგი მიქაძეს ჯერ ბრალი უნდა დაუმტკიცონ.

მე აქ ვიმყოფები კანადის მოქალაქის, გიორგი მიქაძის სასამართლო პროცესის მონიტორინგისთვის, კანადის საკონსულო ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს, გენერალური კონსული და ვიცე-კონსული უკვე შეხვდნენ ბატონ მიქაძესა და მის ოჯახს. 

ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა არანაირი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მას წარდგენილ ბრალდებასთან დააკავშირებდა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის საქმე მტკიცებულებების გარეშე.

ჩვენ კვლავ ყურადღებით გავაგრძელებთ სამართალწარმოების მონიტორინგს, ყველა შესაბამისი დოკუმენტი გადაეცემა კანადელ სისხლის სამართლის ადვოკატს, რომელიც გადაიბარებს საქმის შემდგომ წარმოებას, შედგება მისი ვიზიტი და გააგრძელებს მონიტორინგს. ექსტრადიციაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, ვინაიდან მას ბრალი უნდა დაუმტკიცონ," - ამბობს ვიშალ შარმა

  • ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
  • გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
  • რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, გამოძიების ცნობით, მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაული დაფარა.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.