სანქცირებული მედია ფინანსური იზოლაციის წინაშე - რა იცვლება "იმედისთვის"
სანქციები არ მუშაობს - ასეთ განცხადებებს აკეთებენ სანქცირებული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები, თუმცა პროცესები საპირისპიროს აჩვენებს. სამთავრობო მედია დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, რამდენიმე ბანკი მზად იყო მათ მომსახურებაზე, თუმცა საბოლოოდ, როგორც თავად განმარტავენ, რისკის თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლობაზე უარი თქვეს.
ბრიტანული სანქციების შესაძლო დარღვევის შედეგები ფინანსურ სექტორში ცნობილია, რის გამოც, არსებული ინფორმაციით, სანქცირებულ სუბიექტებს არც „ქართუ ბანკი“ და არც „ლიბერთი ბანკი“ მოემსახურებიან და გადარიცხვებს არ შეასრულებენ. ამასთან, პროპაგანდისტული მედიის ყოფილი მფლობელიც დისტანცირებულია პროცესებისგან.
ბანკების მხრიდან უარის მიღების შემდეგ სანქცირებულმა მხარემ ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო და დაანონსებულია „იმედის ბანკის“ შექმნა. თუმცა, საქართველოში ახალი ბანკის დაფუძნება ეროვნული ბანკის ლიცენზიას, მინიმუმ 50 მილიონი ლარის კაპიტალსა და რიგი რეგულაციების დაკმაყოფილებას საჭიროებს. მიკრობანკის შემთხვევაში კი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 10 მილიონ ლარს შეადგენს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.