ქაოსი შრომით ბაზარზე - რა კითხვები აქვთ ბიზნესმენებს "ოცნების" ხელისუფლებასთან
„დაემორჩილეთ რეგულაციების რეჟიმს“ - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში არსებულ ბუნდოვან საკითხებზე კითხვებს სვამენ. კანონი ორ დღეში შედის ძალაში და კომპანიებს ავალდებულებს, დასაქმებისას პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეებს მიანიჭონ, ხოლო უცხოელები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიქირაონ.
პირველი მარტიდან ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც საქართველოში მუშაობა სურს, შრომითი საქმიანობის ნებართვის მიღება მოუწევს. ამასთან, მათი დასაქმება ყველა სფეროში აღარ იქნება შესაძლებელი — უცხოელები გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად ვეღარ იმუშავებენ.
გაიზრდება თუ არა მომსახურების საფასური, მაგალითად, საკურიერო ან ტაქსის სერვისზე იმ შემთხვევაში, თუ ქართველი დასაქმებული უფრო მაღალ ანაზღაურებას მოითხოვს და კომპანიების ხარჯები გაიზრდება? ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მაინც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.