როგორ აღმოჩნდა ადამიანის ამპუტირებული სხეულის ნაწილები ღია სივრცეში - სოფელ მელაურში ისევ საგანგაშო ვითარებაა

27.02.26 20:41
როგორ აღმოჩნდა ადამიანის ამპუტირებული სხეულის ნაწილები ღია სივრცეში - სოფელ მელაურში ისევ საგანგაშო ვითარებაა

დანგრეული შენობა, მოუვლელი ეზო და ტერიტორიაზე მიმოფანტული ძვლები - ასეთი სურათი დახვდა მოსახლეობას სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში, მიტოვებული ფერმის ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, სხეულის ამპუტირებული ნაწილები იყო განთავსებული.

პოლიციამ საქმეზე სამი პირი დააკავა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ადგილზე მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა. მათი თქმით, დილიდან ფერმის მიმდებარედ სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზაციაა. ადგილობრივები ასევე ამტკიცებენ, რომ ტერიტორიიდან სხვადასხვა ორგანოსა და ნარჩენების გატანა დაიწყო, თუმცა სამუშაოები ქაოსურად და დაგვიანებით მიმდინარეობს.

ფაქტის გასაჯაროების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ დააკავა ორი კომპანიის , „ეკო მედიკალ ჯგუფისა“ და „ეკოლოგია და სუფთა გარემოს“  ხელმძღვანელები. დაკავებულთა შორის არის დირექტორი ელგუჯა კიკაჩეიშვილი. გამოძიების ვერსიით, აღნიშნული კომპანიები სამედიცინო ნარჩენების გატანასა და განადგურებას უზრუნველყოფდნენ.

კომპანიებს, რომელთა ხელმძღვანელებიც დააკავეს, ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული სამ სახელმწიფო კლინიკასთან - გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასთან.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.