მლეთა–კობის მონაკვეთზე ყველა სახის საგზაო მოძრაობა იკრძალება

27.02.26 20:05
მლეთა–კობის მონაკვეთზე ყველა სახის საგზაო მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა–კობის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

მიზეზი ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 (მლეთა–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, საგზაო მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში.