მილანში ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა - არის მსხვერპლი

27.02.26 21:08
მილანში ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა - არის მსხვერპლი

იტალიის ქალაქ მილანში ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 39. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. არსებობს ინფორმაცია ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შესახებ.

მგზავრების თქმით, მათ ხმაური გაიგონეს, რის შემდეგაც ტრამვაიმ გზას გადაუხვია, აჩქარდა და შენობას შეეჯახა.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ლიანდაგიდან ტრამვაის გადასვლა.