გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

27.02.26 22:14
გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ინტენსიური თოვის გამო,​ გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია" - წერია განცხადებაში.