“რადიო თავისუფლება“: ბრიტანული სანქციის გამო “იმედში“ ხელფასი “ქეშად“ აიღეს

28.02.26 11:00
“რადიო თავისუფლება“: ბრიტანული სანქციის გამო “იმედში“ ხელფასი “ქეშად“ აიღეს

ბრიტანული სანქციის გამო „იმედში“ ხელფასი „ქეშად“ აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს ტელევიზიის წარმომადგენელიც.

„კონვერტით არიგებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ, რომელიც ამ არხის თანამშრომელია.

ჩვენი ინფორმაციით, როგორც წესი, „იმედში“ ხელფასი ყოველი თვის ბოლო პარასკევს გაიცემა - დღევანდელი დღე - 27 რიცხვი, თებერვალში ბოლო პარასკევს დაემთხვა.

„კი [ნაღდი ფულის სახით დარიგდა ხელფასები] და სხვა ბანკებიც აღარ ჩავაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.