ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულის საქმე - ოჯახი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე გამოიგონეს
ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ამბობს, რომ უდანაშაულოა და საქმე მის წინააღმდეგ გამოიგონეს.
“პირველებს“ დაკავებულის ნათესავები ეუბნებიან, რომ გამოძიებას დაკავებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია, ის არც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს და არც სხვა უკანონო საქმიანობაში.
ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი შვიდი თვის წინ დაიჭირეს და სხვა 20 ადამიანთან ერთად გაუშვეს ციხეში.
პროკურატურის ვერსიით, ყველა მათგანს კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა კავშირი და დავებს აკრძალული მეთოდებით აგვარებდნენ.
დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, საქმეში არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ მაზანაშვილს ნამდვილად ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან კონტაქტი და იქ კრებსები, რომლებიც დამატებით მტკიცებულებად პროკურატურმა ჩადო საქმეში არის პირადი ხასიათის საუბარი.
ბრალდება არის დაუსაბუთებელი, აბსურდული, არანაირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ გააჩნია, სასამართლო თითქმის 6 თვეა მიმდინარეობს და ბრალდების ხმარემ ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიპოვა, რომელიც დაადასტურებს გიორგი მაზანაშვილის ბრალეულობას. ბრალში რაც არის ჩაწერილი, პროკურორის მიერ, ვითომდა დაზარალებულთან მიმართებაში, ბრალდების მხარეს დაზარალებულიც კი არ ჰყავს გამოკითხული, დაცვის ხმარემ გამოკითხა და ის ადასტურებს მაზანაშვილის უდანაშულობას. ჩანაწერებშიც არანაირი დანაშულის ნიშნები არ არის, ეს არის პირადი საუბრები, რომლებიც შეეხება ოჯახს და მეგობრებს და არაფერი კრიმინალური და ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით არაფერის ისმი, - ამბობს უფლებადამცველი.
6 თვეზე მეტია, გიორგი მაზანაშვილი პატიმრობაშია, თუმცა ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.