უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა - წაქცეულია ხეები

28.02.26 11:42
უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა - წაქცეულია ხეები

უამინდობა თბილისში - მოულოდნელად მოსული ნალექის გამო, დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე პრობლემები შექმნა.

თოვლის დნობის გამო, გზები წყლით ივსება, რის გამოც გადაადგილება უჭირს ავტომობილებს და  საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.

სხვადასხვა უბანში წაიქცეულია ხეები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დედაქალაქის გარეუბნებში.

ხალხი დახმარების მოლოდინშია.

ვრეკავ რომ ვინმე დამეხმაროს, გადამახვეტინოს თოვლი, რადგან ძველი სახლია და სახურავი წვება, გზებზე არის პრობლემა, 10 ზე უნდა ვყოფილიყავი სამსახურში და რა დროს მივდივარ, 1 საათია გზაში ვარ, - ამბობს წყნეთის მაცხოვრებელი, სადაც შიდა ქუჩებზე გადაადგილება უჭირს.

ჩიხებში მოსახლოება თავად ცდილობს თოვლისგან გზის გაწმენდა.

უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც.

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტების სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაოებენ.

ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ , შპს “თბილსერვის ჯგუფი” და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხრას.

აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის.