აქცია კანცელარიასთან - სკოლამდელი ბავშვების მშობლები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

28.02.26 11:55
აქცია კანცელარიასთან - სკოლამდელი ბავშვების მშობლები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

პროტესტია მთავრობის ადმინისტრაციასთან. ირაკლი კობახიძის სამსახურთან აქციას მშობლები მართავენ.

დედები მოითხოვენ, რომ არ ამოქმედდეს ახალი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, თუ მოზარდს ექვსი წლის ასაკი  15 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, სკოლაში სწავლის დაწყებასს ვერ შეძლებს.    

პროტესტის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ეს უსამართლო მიდგომააა, რადგან ასეთ შემთხვევაში მოზარდები განათლების მისაღებად ერთ წელიწადს დაკარგავენ. 

აქ არიან მშობლები, რომლებიც თვლიან, რომ მათი შვილების ინტერესები ირღვევა, რადგან ამ ბავშვებს აქამდე არსებული კანონმდებლობით ჰქონდათ უფლება სკოლაში წასვლის. ჩვენ ამ ბავშვებს ვამზადებდით სკოლისთვის, ნაწილი დადის ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში, ნაწილი ე.ე. პრესქულებში. სკოლებში რეგისტრაციის დაწყებამდე 2 კვირით ადრე იმის თქმა, რომ ეს ბავშვები არ უნდა წავიდნენ სკოლაში და ამის უფლება ეზღუდებათ, არის დიდი უსამართლობა. გამოდის, რომ ამ ბავშვებმა ისევ უნდა გაიარონ განვითარების ის დონე, რაც უკვე გავლილი აქვთ. ბატონ გივისგან ვერ მივიღეთ მზაობა, რომ მოესმინა ჩვენი არგუმენტები, ამიტომ გადავწყვიტეთ საჯარო გამოსვლა, რათა მივამრთოთ პრემიერ მინისტრს, განიხილოს ეს საკითხი, დაგვიბაროს მშობლები და ოსიმინოს ჩვენი არგუმენტები, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მშობლები ითხოვენ კანონი ძალაში არ შევიდნენ და წელს შეძლონ მათმა შვილებმა პირველ კლასში შესვლა.