წაქცეული ხეები და დაზიანებული მანქანები - ბოლო ცნობები ქალაქში არსებულ პრობლემებზე

28.02.26 15:56
წაქცეული ხეები და დაზიანებული მანქანები - ბოლო ცნობები ქალაქში არსებულ პრობლემებზე

თბილისშიი უკვე მეორე დღეა გაუსაძლისი ვითარებაა. უხვი ნალექის გამო, გზებზე მოძრაობა პარალიზებულია.

წაქცეული ხეების გამო დალეწილია ათობით მანქანა. მძიმე ვითარებაა წერეთელზე, სამტრედიის ქუჩაზე. ადგილზე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები მუშაობენ, თუმცა, დაზიანება იმდენად მასშტაბურია, რომ გზაზე გავლა შეუძლებელია.

დაზარალებული მოქალაქეები აპირებენ თბილისის მერიას მიმართონ, რათა ზარალის ანაზღაურება მოხდეს.

ღამის 1 საათისკენ დამირეკა პატრულმა, ჩამოვედი და ასეთი სიტუაცია დამხვდა. მე მგონი 6 მანქანაა დაზიანებული, იქითაც წაიქცა ხე და იქ 4 მანქანაა დაზიანებული. ჯერ არ ვიცი არაფერი, ვაპირებ მერიაში განცხადების დაწერა, იქნებ დამეხმარნენ. ძველი ხეებია, რამდენი გათოვდება, ამასწინათ ტოტები დატყდა და მანქანა დააზიანა. ბევრი ხეა მოსაჭრელი და ახალს თუ დარგავენ უკეთესი იქნება, რამე უარესი რომ მხოდეს, ვინაა დაზღვეული, - ამბობს ერთი ერთი დაზარალებული.

დედაქალაქის მასშტაბით უკვე ათობით ხეა წაქცეულია. ასევე პრობლემაა ტრიტუარებზე გადაადგილების დროს, რადგან თოვლის დნობის გამო წყალია მომატებული და ქვეითებს მოძრაობა უჭირთ.