27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე - “ხარებას“ სპეცრაზმელების დაკავების შემდეგ, ბორკილები არასრულწლოვანს დაადეს
ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. 17 წლის ახალგაზრდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ხელბორკილები სავარაუდოდ გუშინ დაადეს.
როგორც ირკვევა, სპეცოპერაცია მის საცხოვრებელს სახლში ჩატარდა და სწორედ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა მისი დაკავება.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჩადენილ დანაშულს ედავებიან, რაც აბსურდია.
დაკავებულის პროცესი დღე, 15:30 ზეა ჩანიშნული, რომელიც დახურული იქნება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროცესს დაესწრება მიშო ქავთარაძის დედა, ქალი, რომელიც 1 წლის განმავლობაშ ითხოვდა ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მისი შვილის სასტიკ მკვლელობაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული.
დედის განმარტებით, დაკავებული არასრულწლოვანი იმ ვიდეომასალაშიც ჩანს, რომელიც საქმის მასალებში დევს და “ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერშიც გაშუქდა.
მოკლული ახალგაზრდის დედის მტკიცებით, არასრულწლოვანი მისი შვილზე ჯგუფურად თავდასხმასა და ანგარიშსწორებაში მონაწილეობს.
ბევრი კითხვები მაქვს მასთან, რატომ იმყოფებოდა 21 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, იმისთვის ხომ არა, რომ ელოდებოდა მიშოს. ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მოპოვებული და გადაცემული პროკურატურისთვის. იცის ძალიან ბევრი რამ და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს მტკიცებულებები და ბევრი ინფორმაცია მოვიპოვოთ გივი დათაშვილის მეშვეობით. მოტივი ვფიქრობ სულ სხვაა და არა ის, რასაც ასახელებენ, ეს გივი დათაშვილმა კარგად იცის და ამიტომ ვითხოვდი დაკავებას. მინდა თქვას, რატომ შეცვალა პირველი ჩვენება- ამბობს მოკლული მიშო ქავთარაძის დედა.
ის სხვა პირების პასუხისგებაში მიცემას და მათ შორის დაკავებულებისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
საპირისპიროს ამტკიცებს დაკავებულის უფლება დამცველი, ის „პირველებს“ ეუბნება, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებსი სხვადასხვა ეტაპზე ითანამშრომლა პოლიციასთან და მოუყვა ყველაფერი მომხდარის შესახებ, ამასთან აღიარა, რომ მოკლულზე თავდასხმაშ მოანწილეობდა და მან ხელი გაარტყა ერთ-ერთ პირს, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, თუმცა, ის მკვლელობაში არ მონაწილეობდა.
დაკავებულია 225-ე მუხლით, რაც აბსურდულია, რადგან არსებობს უამრავი კადრი, სადაც ჩანს, რომ არც მკვლელობასთან არაფერ შუაშია და არ ვმალავთ, რომ მის მეგობარს დაესხნენ თავს და მას იცავდა. ის არ უარყოფს, რომ ადგილზე იყო, მაგრამ გარდაცვლილთან შეხება არ ჰქონია. ვისაც ხელი დაარტყა, ის პიროვნება არც ჩივის. მნა თქვა რაც გააკეთა, ამ ეტაპზე დუმილს იყენებს, - ამბობს ადვოკატი.
საუბარია ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
- ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველის "შაბათის ეთერმა" მოამზადა და მოიპოვა კადრებიც, რომელიც დანაშუალში სპეცრაზმელების მონაწილეობას ადასტურებდა.
- 9 წუთიან უწყვეტ ვიდეოში ჩანს ის სამი სპეცრაზმელიც, ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
- უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს გელა ქავთარაძესაც, (მოკლული ბიჭის მამა) 62 წლის კაცს დანა 4-ჯერ ჩაარტყეს.
- ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ.