წამება პოლიციის განყოფილებაში - ყაყიტაშვილის საქმეზე დაკავებულ 2 პირს, აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წამება პოლიციის განყოფილებაში - რვა თვიანი დუმილის შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაული აღიარეს და ციხეში საპროცესო შეთანხმებით წავიდნენ.
საქმე ეხება, თვეების წინ, შაბათის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლითაც დადგინდა რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ალან ყაყიტაშვილი სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
- საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვებოდა, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს.
“პირველების“ ინფორმაციით, ყაყიტაშვილის საქმეზე დაკავებულ 2 პირს პროკურატურამ აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და დიმიტრი სადოევი საპატიმრო დაწესებულებას 2 წელში დატოვებს, სმო უსოიანისთვის კი ციხის კარი 6 წელში გაიღება.
რაც შეეხებათ პოლიციის მაღალჩინოსნებს, უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ის ადამიანები, ვინც დაზარალებულმა, მათ შორის ირაკლი ტატუნაშვილმა ძალადობაში ამხილა, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან.
მათივე ინფორმაციით, ამ საქმეზე თავიდან სპეციალურმა საგამოძებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც კაციტაძის უწყება გაუქმდა, საქმე პროკუტრატუამ გადაიბარა და გამოკითხვების სერიები არ დაუწყიათ.
დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს რომ ირაკლი ტატუნაშვილი რეალურად თავდაცვის მდგომარეობაში იყო. მიუხედავად იმისა რომ ირაკლის მიერ გარკვეულ განხორციელებულ მოქმედებების მიუთითეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გაამართლა ირაკლი ტატუნაშვილი სრულად. პოლიციელების მიმართ დაიწყო თუ არა რაიმე მოქმედებები, როგორც თქვენთვის ცნობილია თავდაპირველად როდესაც ეს ფაქტი მოხდა მაშინ გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რომელიც შემდეგ გაუქმდა და ეს საქმე გადაეწერა პროკურატურას და პროკურატურა იძეებს, თუმცაღა მაგის შემდეგ არანაირ მოქმედებები არ განხორციელებულა. ირაკლი არ უცვნიათ დაზარალებლად, ხოლო რაც შეეხება ალან ყაყიტაშვილის შემთხვევას, ერთობლივი საქმე იყო ეს, ირაკლი უთითებდა ორივეს მიმართ განხორციელებული ძალადობაზე პოლიციაში და ანალოგიურად იქაც სავარაუდოდ შეწყდა საერთოდ გამოძიება. რაც ბრალდების მხარემ ჩვენ საქმეში გააჟღერა დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება არც მე-117 მუხლის, მე-4 ნაწილზე, რაცც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ნუ ფაქტობრივად საპროცესო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მათ აღიარეს ბრალი და შესაბამისად სასჯელზე შეთანხმდნენ. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ მათაც მაიყენეს დაზიანებები, უბრალოდ მათ მიერ მიყენებულ დაზიანების შედეგად გარდაიცვალა, - ამბობს უფლებადამცველი.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.
რა მოხდა 6 ივნისს?
- ღამის 23:33 საათზე, რესტორნის გარე ფასადზე დამონტაჟებულ ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ ალან ყაყიტაშვილი ხელს სუფრის წევრს და კოლეგას, სმო უსოიანს არტყამს. მალევე ხელჩართული ჩხუბი იწყება და საქმის გარჩევაში ერევა ირაკლი ტატუნაშვილიც.
- კადრებში, 23: 34 საათზე ჩანს, როგორ ურტყამენ ხელსნ ალან ყაყიტაშვილს სნო უსიანი და მისი თანხმლები პირები. 23:34 საათზე პირველი კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ალან ყაყიტაშვილი ბასრი საგნით კისრის არეში ჭრის დიმიტრი სადოევს. ამის შემდეგ დიმიტრი სადოევი ირაკლი ტატუნაშვილს ხელს უქნევს, რის შედეგადაც ტატუნაშვილი ძირს ვარდება. რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილიდან ტატუნაშვილი ყაყიტაშვილს გამოყავს. ხელს ხვევს და ისინი შემთხვევის ადგილს ტოვებენ.
სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ისიც, რომ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მერიის ორი თანამშრომელი გორში წავიდა. ირაკლი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მის მეგობარს ამ მომანტისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არ ჰქონდა.
როგორც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის, სმო უსოიანის ჩვენების საფუძველზე, პოლიციამ მათ იმავე ღამეს გორში ჩააკითხა და თბილისში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდის მიერ მოპოვებული კლინიკის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ყაყიტაშვილის "საუნივერსიტეტო კლინიკაში" უგონო მდგომარეობაში 7 ივნისს, 05:53 წუთზე გადაიყვანეს. კლინიკის კლინიკური დირექტორი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს უდასტურებს, რომ 37 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანის მომენტში უმძიმესი იყო.
- პოლიციის მერვე განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უგონოდ, კომატოზურ მდგომარეობაში გადმოყვანილ ალან ყაყიტაშვილს ნეიროქირურგების ჩარევა დაჭირდა. თავის არეში ოპერაცია მას კლინიკაში შესვლისთანავე ჩაუტარდა. ქირურგიულ დეპარტამენტში კი შეყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.