ირანის საელჩოსთან საქართველოში მცხოვრები ირანელები აიათოლების რეჟიმზე დარტყმას აღნიშნავენ
თბილისში, ირანის საელჩოსთან საქართველოში მცხოვრები ირანელები აიათოლების რეჟიმზე დარტყმას აღნიშნავენ.
ადგილზე შეკრებულები მადლობას უხდიან აშშ-ის პრეზიდენტს და ამბობენ, რომ აიათოლა ხამენეის რეჟიმი უნდა დასრულდეს.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ამერიკისა და ირანის დროშები. „გამარჯვება“, გამარჯვება“ - სკანდირებენ ადგილზე შეკრებილები.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა დღეს დილით განახორციელა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც და ირანში აშშ-ის მიერ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციის დაწყება დაადასტურა. ისრაელისა და აშშ-ის იერიშს ირანის საპასუხო დარტყმები მოჰყვა.